რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება

2 ოქტომბრის არჩევნების პოლიტიკურ შედეგებზე, არჩევნების შემდეგ არსებული რეალობის თავისებურებებზე, საშინაო პოლიტიკის აქტუალურ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“, ფსიქოლოგსა და პოლიტილოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, არჩევნების მეორე ტურამდე 10 დღით ადრე ოპოზიციამ საზოგადოებას თბილისის მრავალპარტიული, კოალიციური მმართველობის მოდელი შესთავაზა.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თავისი კოალიციური გუნდი დაასახელა. ამ წარდგენამ გააჩინა განცდა, რომ ქართულ საშინაო პოლიტიკაში რაღაც ახალი იწყება.

ბევრი რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ბევრი თანხმდება, რომ „ნაცმოძრაობამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ამბიციების გვერდზე გადადებით გამარჯვებისთვის ბრძოლის მაგალითი მისცეს დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს. მეტიც, ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ ამ ნაბიჯით თბილისმა ქვეყნის დანარჩენ ქალაქებს თანამშრომლობის კარგი მაგალითი მისცა.

თქვენ როგორ შეაფასებდით „ნაცმოძრაონის“ და ოპოზიციის ნაწილის მიერ საზოგადოებისათვის ახალ შეთავაზებას?

- მომხდარი, უდაოდ საინტერესო ნაბიჯია ქართული პოლიტიკისთვის. ოპოზიციის მხრიდან ასეთი განაცხადი არ მახსენდება. თორემ, მრავალპარტიულობის ამგვარი მოდელი მახსოვს შევარდნაძის ხელისუფლების დროს. მას შემდეგ რაც შევარდნაძემ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, თავის კაბინეტში მინისტრებად დანიშნა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. მას უნდოდა, რომ მრავალპარტიული მმართველობის მოდელი გვქონოდა.

რომ გითხრად, რომ შევარდნაძის ამ ნაბიჯმა გარდატეხა შეიტანა ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში, მართალი არ ვიქნები, რადგან მისმა ამ ნაბიჯმა სამწუხაროდ, არანაირი კვალი არ დატოვა ქართულ პოლიტიკაში.

შევარდნაძის ინიციატივა მრავალპარტიული მმართველობის შემოღებაზე დარჩა ისტორიის იმ ეტაპის ფაქტად და მრავალპარტიული თანამშრომლობის მოდელი არ გამდიდრდა. ასე მოხდა იმიტომ რომ, ეს ხელოვნური მრავალპარტიულობა იყო. არჩევნებში რეალური ხმების მფლობელმა და გამარჯვებულმა ერთმა ლიდერმა მოისურვა და შექმნა ასეთი მრავალპარტიული კოალიცია.

შევარდნაძის ინიციატივა მრავალპარტიული მმართველობის შემოღებაზე დარჩა ისტორიის იმ ეტაპის ფაქტად... ასე მოხდა იმიტომ რომ, ეს ხელოვნური მრავალპარტიულობა იყო. არჩევნებში რეალური ხმების მფლობელმა და გამარჯვებულმა ერთმა ლიდერმა მოისურვა და შექმნა ასეთი მრავალპარტიული კოალიცია

შეიძლება ასე ითქვას, ის მრავალპარტიულობა ერთი კაცის ნებაზე დამოკიდებული მრავალპარტიულობა იყო. ახლა რაც ხდება, ძალიან ჰქვას 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ პროცესებს. ახლა ამ ნაბიჯს დგამს ნიკა მელია, განსხვავება იმაშია, რომ იგი ახლა ამ ნაბიჯს დგამს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში და მომხდარი ამ მხრივ არის საინტერესო, ვნახოთ, რა მოხდება არჩევნების შედეგის თვალსაზრისით.

ხლა რაც ხდება, ძალიან ჰქვას 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ პროცესებს. ახლა ამ ნაბიჯს დგამს ნიკა მელია, განსხვავება იმაშია, რომ იგი ახლა ამ ნაბიჯს დგამს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში და მომხდარი ამ მხრივ არის საინტერესო და ვნახოთ, რა მოხდება არჩევნების შედეგის თვალსაზრისით

- თბილისის მრავალპარტიული მმართველობის კოალიციის წარდგენისას, ბევრი ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს 30-წლიანი ერთპარტიული მმართველობის პრაქტიკა.

ვერაფერს იტყვი, ამ თემაზე ანალიზიც და აქცენტები სწორად გაკეთდა, მაგრამ, ფაქტია, რომ მრავალპარტიულ კოალიციურ მმართველობას სჭირდება ერთი მხრივ ამ პროცესის მონაწილეთა პოლიტიკური კულტურის მაღალი დონე და მეორე მხრივ ამისთვის საზოგადოების ამგვარი მზაობა და დაკვეთა.

რადგან ეს ნაბიჯი ამ ძალებმა გადადგეს ერთობლივად გადადგეს, ეტყობა მათ შორის ამგვარი მზაობა არის, მაგრამ, ფაქტია, რომ თბილისის ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური პროცესი ამ მიმართულებით წავა თუ არა.

თქვენი დაკვირვებით რამდენადაა საზოგადოება მზად მხარი დაუჭიროს მრავალპარტიულ კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში?

- 30 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ გვინახავს, მათ შორის ისიც, რომ პარტიის ის წევრები, რომლებიც დეპუტატობის კანდიდატებად არიან დასახელებული, არჩევნების შემდეგ დამოკიდებული ხდებიან პარტიის იმ ლიდერზე, რომლებმაც ისინი გამარჯვების სიაში შეიყვანა. ანალოგიური ლოგიკით იმოქმედებენ ადამიანები სხვა შემთხვევაშიც. ანუ, ის ლიდერი, რომლებმაც სხვადასხვა პარტიები შეკრიბა, დარჩება ლიდერად მათთვის, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიიდან არიან ისინი წამოსული.

ვფიქრობ, მრავალპარტიულობისა და კოალიციურობის იდეა საზოგადოებისთვის იმ პარტიის იდეა იქნება, რომელმაც შეძლო მის ირგვლივ პარტიების გვერდით დაყენება და არჩევნებში წარმატების მიღწევა. ამ შემთხვევაში ეს „ნაცმოძრაობაა“.

ვფიქრობ, მრავალპარტიულობის ის ვერსია, რაც გვაქვს, საზოგადოებისთვის ერთი კონკრეტული პარტიის, „ნაცმოძრაობის“ ინიციატივად იქნება აღქმული და არა როგორც მრავალპარტიულობა ამ სიტყვის სრული გაგებით.

ვფიქრობ, მრავალპარტიულობის ის ვერსია, რაც გვაქვს, საზოგადოებისთვის ერთი კონკრეტული პარტიის, „ნაცმოძრაობის“ ინიციატივად იქნება აღქმული და არა როგორც მრავალპარტიულობა ამ სიტყვის სრული გაგებით

არა გამორიცხული, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა „ნაცმოძრაობის“ ინიციატივით გაჟღერებული მრავალპარტიული და კოალიციური მმართველობის იდეა წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასოს, არის კიდეც ამგვარი ნაბიჯი და მხარი დაუჭიროს მას, როგორც უფრო პროგრესულ მოვლენას.

არა გამორიცხული, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა „ნაცმოძრაობის“ ინიციატივით გაჟღერებული მრავალპარტიული და კოალიციური მმართველობის იდეა წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასოს, არის კიდეც ამგვარი ნაბიჯი და მხარი დაუჭიროს მას, როგორც უფრო პროგრესულ მოვლენას

მაგრამ, ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციაში, როცა ერთი პარტიაა ოპოზიციაში დომინანტი, დიდია ალბათობა, რომ უკვე არსებული მრავალპარტიულობა ხელოვნური აღმოჩნდეს.

პარტიები თავად უნდა გაძლიერდნენ და რეალურად გახდნენ ანგარიშგასაწევი ძალა. რეალურად ძლიერი და ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალებისაგან შექმნილ მრავალპარტიულობას სულ სხვა მნიშვნელობა და დატვირთვა ექნებოდა.

- მეორე ტურის წინ ოპოზიციის საარჩვნო კამპნია აშკარად განსხვავდება პირველი ტურის წინანდელი საარჩევნო კამპანიისგან. ოპოზიცია ცდილობს პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზებას ამომრჩევლისათვის.

ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი ამ შეთავაზებებზე რეაგირების რეჟიმშია და აქცენტს „ნაცების დასრულებასზე“ აკეთებს. თქვენ როგორ შეაფასებდით მეორე ტურის წინ ძირითადი პოლიტიკური კონკურენტების საარჩევნო კამპანიებს?

- მეორე ტურის წინ საარჩევნო კამპანიების ერთერთ ნაწილად იქცა მიტინგები რუსთავის ციხესთან, სადაც ახლა მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი ზის. იქ მიტინგებს ატარებენ როგორც სააკაშვილის მომხრეები, ისე, მისი მოწინააღმდეგეები. თვალსაჩინოა ის, რომ მეორე ტურის წინ მხარეების საარჩევნო კამპანიები სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს.

სააკაშვილის მოწინააღმდეგეობის ლოზუნგით ჩვენში ბევრი არჩევნები ჩატარებულა. ისინი ვინც სააკაშვილის წინააღმდეგ მიტინგებს ატარებენ, უფრო „ოცნების“ მომხრეები კი არ არიან, არამედ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები არიან. „ოცნების“ ლიდერების ლოზუნგი „დავასრულოთ ნაცები“! არა მიშას! არახალია, „ოცნება“ ისევ ორპოლუსიანობის სქემით მუშაობს.

ამ სქემის ისევ გამოყენებას აქვს თავისი ლოგიკა. ეს ციხესთან გამართულ მიტინგებზე კარგად გამოჩნდა, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სიცოცხლის უფლებიდან დაწყებული ადამიანის ელემენტარული, მათ შორის ქონებრივი უფლებები ირღვეოდა და ამის გამო პოლიტიკურმა საკითხებმა უკან გადაიწია და წინ ზნეობისა და ეთიკის საკითხებმა წამოიწია.

ამ ფონზე იმგვარი პასუხი, რომ ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანდა, არაა პასუხი იმაზე სააკაშვილის ტიპის მმართველობა იქნება საქართველოში თუ არა. ამომრჩეველს ეშინია არ განმეორდეს ის, რაც წინა წლებში სააკაშვილის მმართველობისას იყო. მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის მთავარი სლოგანი რომ ანტინაცურია, გასაკვირი არაა, რადგან „ოცნება“ აქცენტს იმაზე აკეთებს, რასაც შედეგი მოაქვს.

ამომრჩეველს ეშინია არ განმეორდეს ის, რაც წინა წლებში სააკაშვილის მმართველობისას იყო. მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის მთავარი სლოგანი რომ ანტინაცურია, გასაკვირი არაა, რადგან „ოცნება“ აქცენტს იმაზე აკეთებს, რასაც შედეგი მოაქვს

ელცინის არჩევნების დროს აქცენტი იმაზე კი არ გააკეთა, რომ რუსეთში კერძო საკუთრება იქნებოდა, არამედ იმაზე, რომ კომუნისტები დაბრუნდებიან ქვეყნის მმართველობაში. ასე გახდნენ ხალხისთვის მთავარი სამიზნე და საფრთხობელა

- ვიცით, რომ “ოცნების“ ლოზუნგია „დავასრულოთ ნაცები“!

მას შემდეგ რაც მოხდა, მმართველ გუნდს ამოცანა გაურთულდა, რადგან მან „ნაცებთან“ ერთად ოპოზიციის ის ნაწილიც უნდა დაასრულოს, რომელიც „ნაციონალებთან“ კოალიციაში შევიდნენ.

მმართველ გუნდს სრული მობილიზაცია კი აქვს გამოცხადებული, მაგრამ ცოტა უცნაური ხომ არ გამოვა ახლა უკვე ლამის მთელი ოპოზიციის დასრულებისთვის ხელისუფლების ბრძოლა?

- ლოზუნგი „დავასრულოთ ნაცები“! უფრო გულის ფხანის ფრაზაა, რადგან „ნაცების“ დასრულება გამორიცხულია. მარტო „ნაცებზე“ რომ იყოს საუბარი მაინც გამორიცხულია. როცა „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი რეალურად არსებობს, ლოზუნგი „დავასრულოთ ნაცები“!, გაუგებარია.

ლოზუნგი „დავასრულოთ ნაცები“! უფრო გულის ფხანის ფრაზაა, რადგან „ნაცების“ დასრულება გამორიცხულია. მარტო „ნაცებზე“ რომ იყოს საუბარი მაინც გამორიცხულია. როცა „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი რეალურად არსებობს, ლოზუნგი „დავასრულოთ ნაცები“!, გაუგებარია

ისევე როგორც „ოცნების“ ანტინაცური ლოზუნგები წინასაბრძოლო შეძახილებს უფრო ჰგავს, ასევე წინასაარჩევნო შეძახილებს ჰგავს ოპოზიციის განცხადებები „ქართული ოცნების“ დასრულების შესახებ.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ მმართველ გუნდს რომ მეტი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდეს, ტრაგიკულად არ აღიქვამდა თუნდაც რამდენიმე რაიონსა თუ დიდ ქალაქში ადგილობრივ არჩევნებში დამარცხებას.

რადგან ხელისუფლების დეცენტრალიზაცია „ქართულმა ოცნებამ“ თავად არ მოახდინა, არადა შეეძლო, პოლიტიკური პროცესისათვის მართლაც უკეთესი ხომ არ იქნებოდა თუ დიდ ქალაქებში მმართველობა მრავალპარტიული იქნებოდა და ქვეყანაში მართვის მრავალპარტიულობის ტრადიციას ადგილობრივ დონეზე ჩაეყრებოდა საფუძველი?

- მრავალპარტიულობა ნამდვილად სასურველია, მითუმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელზეა გადასული, მაგრამ ასეთი მრავალპარტილობა რეალურად უნდა დაიბადოს და ხელოვნური არ უნდა იყოს.

თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, ასეთ ხელოვნურ მოძრაობებს, საარჩევნო დონეზე შესაძლოა ჰქონდეს შედეგი, საარჩევნოდ მოხიბლოს ამომრჩეველი, მაგრამ მერე პროცესში რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება.

თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, ასეთ ხელოვნურ მოძრაობებს, საარჩევნო დონეზე შესაძლოა ჰქონდეს შედეგი, საარჩევნოდ მოხიბლოს ამომრჩეველი, მაგრამ მერე პროცესში რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადამწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება

ჩვენში ასე იყო - ვინც ხელოვნურ მრავალპარტიულობაში მასპინძელი აღმოჩნდა, ის იყო სუფრის თამადა. რეალურ მრავალპარტიულობაში ყველა პარტიაა მასპინძელი, მაგრამ ისინი კი არ ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის კონკურენტები მაინც არიან. პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის რეჟიმში ჯანმრთელ კონკურენციას სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პრაქტიკულად თანაბარი ძალის პარტიები არ გვყავს.

- რუსთავის ციხის საკანში მყოფი სააკაშვილი შიმშილობს. როგორ შეაფასებდით სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, შემდეგ მის დაკავებას და ყველაფერ იმას, რაც ამ თემას უკავშირდება?

- მე მიჭირს ამ ფაქტების შეფასება, იმიტომ რომ ჯერჯერობით ვთვლი, რომ ყველა კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არადა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის პროცესს ბევრი კითხვა ახლავს.

სააკაშვილის ცხოვრების ციხეში ჯდომის ფრაგმენტს მარტო იმით, რომ ქვეყანაში ჩამოსულ სააკაშვილს რევოლუცია უნდოდა ვერ ახსნი. თუ მას საქართველოში რევოლუციის მოხდენა უნდოდა, გაუგებარია რატომ გადმოკვეთა მან უკანონოდ უკრაინის საზღვარი?

თუ მას რევოლუცია უნდოდა, გაუგებარია ის საქართველოში ისე როგორ ჩამოვიდა, რომ ამის შესახებ მისმა თანაგუნდელებმაც არ იცოდნენ? რევოლუციონერად ვერავინ ჩაითვლება, ვინც რევოლუციისთვის მზად მყოფი თანაგუნდელების რიგებში არ ჩადგება? როგორც ვიცით, საქართველოში ჩამოსულ სააკაშვილს კონტაქტი თანაგუნდელებთანაც კი არ ჰქონია.

ვიდრე ჩემს მიერ ნახსენები სააკაშვილის გაუგებარი ნაბიჯების მიზეზები და რეალური მიზნები არ ვიცით, მისი ქვეყანაში ჩამოსვლის სრულფასოვნად შეფასება ძნელია. იმას, რასაც ჩვენ ციხეში მჯდომი სააკაშვილისგან გვესმის, სულაც არ გახლავთ რევოლუციური რიტორიკა. თუ იგი რევოლუციისთვის ჩამოვიდა, მას რევოლუციური რიტორიკა უნდა ჰქონოდა.

ვხედავთ პირიქით - მისი განცხადებებით მას შეუძლია გაეჯიბროს ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს. ვგულისხმობ მოწოდებებს, რომ კანონიერი გზით უნდა დატოვოს ხელისუფლება ნებისმიერმა მმართველმა ძალამ.

ვიდრე იმ კითხვებზე, რაც სააკაშვილის ციხეში აღმოჩენის ფრაგმენტს უკავშირდება, პასუხები არ მაქვს, ამ ეტაპზე მარტივად ვერ ჩავთვლი, რომ სააკაშვილი საქართველოში მხოლოდ რევოლუციის მოსაწყობად ჩამოვიდა.

ვიდრე იმ კითხვებზე, რაც სააკაშვილის ციხეში აღმოჩენის ფრაგმენტს უკავშირდება, პასუხები არ მაქვს, ამ ეტაპზე მარტივად ვერ ჩავთვლი, რომ სააკაშვილი საქართველოში მხოლოდ რევოლუციის მოსაწყობად ჩამოვიდა

გარდა ამისა, არც ის ვიცით, თუ რა ხდებოდა სააკაშვილის გარშემო უკრაინაში. სანამ ამ თემებთან დაკავშირებით სრული სურათი არ გვექნება, რაიმე კონკრეტულზე საუბარია ნაადრევად მიმაჩნია.

- ფაქტია, რომ მესამე პრეზიდენტი ითხოვს მისი საქმეების ხელახლა განხილვას. ევროპელი პარლამენტარებიც აცხადებენ, რომ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. იმავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო.

ისმის მოთხოვნები სააკაშვილის მანამდე ციხიდან გამოშვებაზე, ვიდრე სამართლიანი სასამართლო არ განიხილავს მის საქმეს. ამას ემატება შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ვითარებაში, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილი ციხეში იმდენ ხანს იქნება, რამდენიც მისჯილი აქვს, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- ალბათ, ყველა უნდა ეცადოს, რომ პროცესები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განვითარდეს. რახან მას მისჯილი უკვე აქვს, ახალ სასამართლოებზე, ან სასამართლო პროცესამდე მის გამოშვებაზე საუბარი სრულიად გაუგებარია. ასეა, რადგან გაუგებარი იქნება რის საფუძველზე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი.

ახალი სასამრთლო პროცესის დანიშვნა ესეც კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. როგორც იურისტები განმარტავენ, ეს არ ნიშნავს რომ სააკაშვილი სამართლიან სასამართლომდე შეიძლება ციხიდან იქნა გამოშვებული.

ციხეში სააკაშვილი აღმოჩნდა გარკვეული მიზეზების გამო. უკანონოდ დაარღვია საზღვარი და ასე შემდეგ. ახლა მთავარია სააკაშვილის უფლებები, მათ შორის სამართლიან სასამართლოზე კანონის სრული დაცლით მოხდეს. კანონს გადაუხვიეთო, არც ჩვენი დასავლელი გულშემატკივრები არ ამბობენ.

ახლა მთავარია სააკაშვილის უფლებები, მათ შორის სამართლიან სასამართლოზე კანონის სრული დაცლით მოხდეს. კანონს გადაუხვიეთო, არც ჩვენი დასავლელი გულშემატკივრები არ ამბობენ

- გაქვთ მოლოდინი, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესში დასავლეთი ქვეყნების მოსამართლეები მიიღებენ? ან სტრასბურგის სასამართლო განიხილავს?

- მიჭირს რაიმე კონკრეტულის ცალსახად თქმა იმიტომ რომ, ვთქვათ სააკაშვილის სასამართლოში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიეთ უცხოელი მოსამართლეები, ერთ საქმეზე, ვგულისხმობ გვირგვლიანის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს ამ თემაზე სამართლებრივი პასუხი აქვს გაცემული. გვირგვლიანის საქმე რომ გამონაკლისი რომ არ აღმოჩნდეს და მოწვეულმა მოსამართლეებმა ახლაც რომ ანალოგიური პასუხი დადონ, მერე რას ვშვრებით?

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ქვეყანაში საააკშვილის პიროვნების მიმართ არსებობს უარყოფითად განწყობილი ადამიანების არმია. მათ აქვთ საფუძველი მის მიმართ იყვნენ უარყოფითად განწყობილი.

სააკაშვილით უკმაყოფილო ხალხმაც რომ მოითხოვონ არა მარტო იმ საქმეებზე რის გამოც სააკაშვილს ედავებიან, არამედ მათ საქმეებზე სამართლიანი სასამართლო, მერე რა ხდება? ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას.

სააკაშვილით უკმაყოფილო ხალხმაც რომ მოითხოვონ არა მარტო იმ საქმეებზე რის გამოც სააკაშვილს ედავებიან, არამედ მათ საქმეებზე სამართლიანი სასამართლო, მერე რა ხდება? ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას

ასეთ ვითარებაში საქართველო აღმოჩნდება ჩართული სააკაშვილის სასამართლოების

- სააკაშვილს გამოცხადებული აქვს შიმშილობა, ფაქტია, რომ პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩიხური ვითარებაა...

- მე მგონი რაღაც ეტაპზე შიმშილობის გამოცხადების პოლიტიკური რესურსი ამოიწურება. ეს ხომ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური აქციაა, რომლის მიზანია მას ყურადღება მიაქციონ იმის გამო სამართლიანია თუ არა მისი ციხეში ყოფნა.

უსასრულობაში გადასული სააკაშვილის შიმშილობის პროცესი ნებისმეირ შემთხვევაში ჩიხური იქნება

ამ კითხვას თუ რაღაც პასუხი გაეცემა, მაშინ ალბათ არაა გამორიცხული თავად სააკაშვილმა თქვას უარი შიმშილობაზე. თუ მანამდე ამ საქმეში რამე ცვლილებები არ მოხდა, უსასრულობაში გადასული სააკაშვილის შიმშილობის პროცესი ნებისმეირ შემთხვევაში ჩიხური იქნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს