ლენტეხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა ხელედის თემში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ლენტეხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა ხელედის თემში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლენტეხის მერიიდან აცნობეს, სოფელ ბავარსა და ადგილ ლექართაში წყალსადენის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარი და ცენტრალური მაგისტრალის მილების გაყვანა.

სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულებაა 97,499 ლარი. შემსრულებელია კონტრაქტორი ფირმა შპს ,,ვიქტორია+’’.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 2 ნოემბერს დასრულდება.

აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ კი 22 ოჯახი შეუფერხებლად ისარგებლებს სასმელი წყლით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა