ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარიას დედა შიმშილობის დაწყებას აპირებს

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ლატარიას დედა, მონაზონი ნატო შენგელია შიმშილობის დაწყებას აპირებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბექა ლატარია მკვლელი არ არის და ის ვერავის მოკლავდა. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული შატალოვას არ იცნობდა.

„ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. ეს რომ გავიგე, იმ წუთას მოვკვდი, ეს დაუჯერებელია ჩემთვის. ის მკვლელი არ არის, ის ვერავის მოკლავდა. რატომ მიაკერეს ეს, რატომ გამიკეთეს, არ ვიცი. სხვა რამ რომ ეთქვათ ყველაფერს დავიჯერებ, გარდა ამ მკვლელობისა“,- აღნიშნავს ნატო შენგელია და დასძენს, რომ შვილთან დიდი ხანია, რაც კავშირი არ ჰქონია.

მისივე ინფორმაციით, მისი შვილი რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.

„რაც არის ვერ დავმალავ, პრობლემური პატიმარი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ამ მკვლელობას ვერავინ დამარწმუნებს, პატარა გამოძიებული საქმით ვერ დავრწმუნდები, ნამდვილად არ გამოვჩნდებოდი მის დასაცავად. ჩემ შვილს მე ხომ ვიცნობ, იმას ჩემი გული აქვს, როგორც მე ვერავის ვერ მოვკლავ, ისე ვერავის მოკლავდა “, - აღნიშნავს შენგელია.

ბექა ლატარიას დედის თქმით, მის შვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკიც არ ექნებოდა, მოხმარებაზე კი მას ინფორმაცია არ აქვს.

„მე არ ვცხოვრობდი მასთან. ის ჩემთან რომ ცხოვრობდა ნარკოტიკს არ ღებულობდა. ამის შემდგომ რა მოხდა, როგორ დაგიდასტუროთ“, - აღნიშნავს ის.

ამასთან, ნატა შენგელია განმარტავს, მისი შვილი ფულის გამო ვერავის მოკლავდა.

კითხვაზე, თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ და რატომ აბრალებენ მის შვილს დანაშაულს, შენგელიამ ასე უპასუხა: „შეიძლება საქმის გახსნასთან დაკავშირებით დააბრალეს“.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს. ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა