გოჩა ენუქიძემ, მიხეილ ჩხენკელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების ლაილაშის და ორბელის საჯარო სკოლები დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ლაილაშისა და ორბელის საჯარო სკოლები დაათვალიერა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში, დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა, რასაც შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის კი საჭიროა, როგორც სასკოლო საზოგადოების, ასევე მშობლების მხრიდან სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა.

მინისტრის თქმით, ლეჩხუმის მხარე ისტორიულად ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო პროცესების განვითარებაში და ამ მხრივ გამორჩეულია სოფელი ლაილაშში, სადაც პირველი საგანმანათლებლო კერა 150 წლის წინ, ჯერ კიდევ 1871 წელს დაარსდა და ეს იყო პირველი სასწავლებელი ამ რეგიონში. დღეისათვის კი მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასკოლო გარემოში მიიღონ განათლება, რაც ორმაგად მნიშვნელოვანი და საამაყოა.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ლაილაშში, 1 886 178 მილიონი ლარის ღირებულების, 90 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ააშენა. შენობა სრულად არის ადაპტირებული, განთავსებულია 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი, 1 ლაბორატორია და სპორტული სივრცე. კეთილმოეწყო ეზო, სადაც განთავსებულია სპორტული მოედანი.

ცაგერის მუნიციპალიტეტში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა სოფელ ლაილაშის ახალაშენებული სკოლა დაათვალიერა, რომელშიც ამჟამად 39 მოსწავლე სწავლობს.

„ასევე, სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში ვიზიტის დროს, მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო საზოგადოებას სიახლე გააცნო და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სოფელში 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო კომპლექსი აშენდება. გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2021 წელს დაიწყება და წელიწად-ნახევარში დასრულდება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სოფელ ორბელში, სადაც პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება ჯერ კიდევ 130 წლის წინ დაარსდა, მნიშვნელოვანია არსებობდეს თანამედროვე საჯარო სკოლა, რომელშიც არაერთი თაობა გაიზრდება და მიიღებს შესაბამის ცოდნას. ამჟამად სკოლაში 56 მოსწავლე სწავლობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და მსგავსი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ