„ბათუმის წყალი“ - შპს „ბათუმის წყალი“ საქართველოში პირველია, რომელმაც წყალმომარაგების სექტორში ავტორიზაცია გაიარა

შპს „ბათუმის წყალი“ საქართველოში პირველია, რომელმაც წყალმომარაგების სექტორში ავტორიზაცია გაიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორგანიზაციას ლიცენზია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიანიჭა.

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის, გიგა ნადირაძის განცხადებით, „ბათუმის წყალმა“ ავტორიზაცია ახალი კანონმდებლობის შესაბამისად წარმატებით გაიარა.

„ბათუმის წყალი“ დღემდე მოქმედებდა 2011 წელს აღებული ლიცენზიის ფარგლებში. ლიცენზიის მიღების მიზნით შპს „ბათუმის წყალმა“ შესაბამისი განაცხადით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას 2020 წლის თებერვალში მიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს