პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე წალენჯიხაში მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე წალენჯიხაში მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება.

„ქართული ოცნების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე წალენჯიხაში, მერობის კანდიდატს გოგა გულორდავას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

„შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.

დღესვე შეხვედრა გაიმართება ზუგდიდში.