დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის  ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ვიცე-პრეზიდენტს, ჟილ კარბონიეს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ICRC-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და ქვეყანაში ICRC-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

მათივე ცნობით, დავით ზალკალიანმა ICRC-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული საქმიანობისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა კონფლიქტის შედეგად დაზარებული მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების კუთხით გაწეული ძალისხმევა.

„მინისტრმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ხაზი გაუსვა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის, თვითნებური დაკავებების, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შემთხვევებს. ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობაზე. დავით ზალკალიანმა ისაუბრა ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისიის მუშაობაზე „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის" შემუშავებისა და განხორციელების კუთხით.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 1990-იან წლებში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეიარაღებული დაპირისპირებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის დაბრუნების საკითხი. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჟილ კარბონიეს ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გაწეული ძალისხმევისა და მედიაციისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებზე მოქმედი საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობაზე და აღნიშნა, რომ ICRC-ის ხელშეწყობით უკვე მოხერხდა 200-ზე მეტი ადამიანის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მზაობას აღნიშნულ ჰუმანიტარულ თემაზე ძალისხმევისა და თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანის მიმართულებით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და კონსულტაციებს პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო