ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ზუგდიდში მერობის კანდიდატს, შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიას, შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.

ზუგდიდის გარდა, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე დღეს მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს, შტაბების ხელმძღვანელებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

22 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართება ხობში, სენაკსა და ფოთში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა