სახალხო დამცველის მოადგილე - ვსწავლობთ მიხეილ სააკაშვილის საქმეებს და თუ ვნახავთ, რომ იკვეთება მისი გათავისუფლების საფუძველი, გვექნება შესაბამისი შეხედულება

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეებს სწავლობს და იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება მისი გათავისუფლების საფუძველი, შესაბამისი პოზიცია ექნებათ.

„თუ ადამიანის უფლებები სამართლის კუთხით, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობის პერსპექტივიდან, ვნახავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი იკვეთება, ბუნებრივია, გვექნება შესაბამისი შეხედულება და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის მოსაზრებას გავავრცელებთ.

ამ ეტაპზე, შესწავლილი გვაქვს მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმე, სადაც ჩართული ვიყავით „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით. სხვა სისხლის სამართლის საქმეებსაც შევისწავლით, ვაკვირდებით პროცესებს. ასევე ახალ ბრალდებას დავაკვირდებით, რომელიც გუშინ იქნა წარდგენილი. თუ რამე გამოვკვეთეთ, ბუნებრივია, ამაზე ვისაუბრებთ.

შესწავლილი გვაქვს „შეწყალების საქმე“, რაზეც სააპელაციო „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მივმართეთ. აქ ორი პრინციპის დარღვევა დავადგინეთ - გამოვკვეთეთ, რომ ამ საქმეში დარღვეული იყო კანონიერების პრინციპი. ის მუხლი არ იყო წარდგენილი, რომელიც უნდა ყოფილიყო და არჩეული იქნა ის მუხლი, რომელიც კანონიერების პრინციპის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გამოვკვეთეთ ისაა, რომ მთელი სისხლის სამართლის საქმე ეფუძნებოდა ირიბ ჩვენებებს, ანუ, პირდაპირი მტკიცებულება, რომ კონკრეტულ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ვერ ვნახეთ და ეს მოსაზრება წარვუდგინეთ სააპელაციო სასამართლოს“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას და იმას, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი, ბურჯანაძის თქმით, ეს საკითხი ექიმების გადასაწყვეტია.

კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა იქნება, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა გართულდება, ბურჯანაძე ამბობს, რომ „პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის სახელმწიფოზეა“.

„ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ექიმებმა თქვან, სად არის ეს კონკრეტული პაციენტი გადასაყვანი. თუ ექიმები იტყვიან, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება პატიმარ სააკაშვილზე შესაბამისი წესით მზრუნველობა, მის ჯანმრთელობაზე დაკვირვება და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, ასევე უზრუნველყოფილი იქნება მისი, როგორც პატიმრის უსაფრთხოება, ბუნებრივია, შესაძლებელია. მაგრამ თუ ექიმები იტყვიან, რომ აუცილებელია გადაყვანა სხვა სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მეტი სამედიცინო შესაძლებლობები არსებობს, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ეს საკითხი ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა