საჩხერეში ხმაური იყო - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრების ინფორმაციით, ქალაქში ავტოკოლონებით გადაადგილებას გეგმავდნენ, რა დროსაც კვერცხები დაუშინეს

საჩხერეში, სადაც მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები იყვნენ შეკრებილი, ხმაური იყო. მოძრაობის წევრების თქმით, მათ ავტომობილები ჰყავდათ გაჩერებული და ქალაქში კოლონით გადაადგილებას გეგმავდნენ, რა დროსაც მოულოდნელად სხვა ავტომობილებიდან კვერცხები დაუშინეს, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა. აქტივისტების განცხადებით, ერთ-ერთი, ვინც კვერცხები ისროლა, ჭიათურის მერია. აქტივისტები სამართალდამცველებს დროული რეაგირებისა და მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

ამ წუთებში აქტივისტები ქალაქში დროშებით გადაადგილდებიან და სკანდირებენ: "თავისუფლება მიშას". იქამდე აქტივისტები სოფელ ჭორვილაში იმყოფებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა