ლევან დავითაშვილი ჟენევაში UNECE-ის ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტის სესიას თავმჯდომარეობდა

ჩემთვის პატივია, რომ საქართველოს სახელით ვმონაწილეობ ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრაში, გარემოსდაცვითი საკითხების განხილვასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, აღვნიშნოთ ორჰუსის კონვენციის ძალაში შესვლის 20 წლის იუბილე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ჟენევაში UNECE-ის ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტის სესიას თავმჯდომარეობდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჟენევის დეკლარაცია წარმოადგენს პოლიტიკაზე ორიენტირებულ დოკუმენტს, რომლის ძირითადი გზავნილები ეხება ორჰუსის კონვენციისა და მისი ოქმის როლს მდგრადი, ინკლუზიური და სტაბილური განვითარების ხელშეწყობაში.

„ჩემთვის პატივია, რომ საქართველოს სახელით ვმონაწილეობ ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრაში. გარემოსდაცვითი საკითხების განხილვასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, აღვნიშნოთ ორჰუსის კონვენციის ძალაში შესვლის 20 წლის იუბილე. ჩვენს მიერ ერთობლივად განხორციელებული აქტივობებით მივაღწიეთ პროგრესს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გარემოსდაცვითი დემოკრატიის განმტკიცება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ ორჰუსის ოჯახი გაფართოვდეს და გახდეს უფრო ძლიერი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სესიაზე მხარეებმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორჰუსის კონვენციის ძირითადი დოკუმენტი - „ჟენევის დეკლარაცია გარემოსდაცვითი დემოკრატიის შესახებ მდგრადი, ინკლუზიური და სტაბილური განვითარებისათვის” მიიღეს. ერთობლივი მაღალი დონის სეგმენტში ორჰუსის კონვენციისა და მისი ოქმის მხარე ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, მინისტრები და სახელმწიფო მდივნები, ასევე, სხვადასხვა დელეგაციის, საერთაშორისო, რეგიონული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობით, სესიაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაეროს ჟენევის ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ალექსანდრე მაისურაძე.

ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრას მეორე ვადით თავმჯდომარეობდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელიც, ამავდროულად, ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის 7 წლიანი ციკლი დასრულდა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით, რაც გულისხმობს გაეროს ფარგლებში პირველი ახალი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას; ეს არის სწრაფი რეაგირების მექანიზმი, ე.წ., მომხსენებელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაინტერესებული პირების მიერ ორჰუსის კონვენციაში გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით სწრაფ რეაგირებაზე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო