„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა

კაპიტალის ზრდის კომპანია „სინერჯი“ „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა. ამ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი.

აიტექნიკსი“ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია „Apple“-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, სტატუსით „Apple”-ის ავტორიზებული გამყიდველი. ამჟამად აქვს 4 ფილიალი, მათ შორის ერთი მაღაზია ბათუმში და ასევე სერვისცენტრი თბილისში.

ამ ეტაპიდან „აიტექნიკსმა“ შეიძინა წილობრივი პარტნიორი „სინერჯის“ სახით, კომპანიის სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში. როგორც „სინერჯიში” აცხადებენ მნიშვნელოვან ზრდის პოტენციალს ხედავენ ქსელის და დისტანციური გაყიდვების არხების განვითარებაში, რაც კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

„მთავარი მოტივაცია, რის გამოც „სინერჯისთან“ პარტნიორობის გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ „აიტექნიკსი“ გახდეს მოწინავე კომპანია ქართულ ბაზარზე, შექმნას უმაღლესი სტანდარტების მქონე მომსახურება და სერვისი და განაგრძოს მომხმარებლებზე ზრუნვა.

„აიტექნიკსში“ გვჯერა, რომ „სინერჯისთან“ პარტნიორობით ჩვენს ყველა პოტენციალს სრულფასოვნად გამოვიყენებთ და „აიტექნიკსი“ მომხმარებლებისთვის შეუცვლელი ბრენდი გახდება“ , - აცხადებს „აიტექნიკსის“ წარმომადგენელი.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა