თეოლოგი ლევან აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ სასულიერო პირების ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს

თეოლოგი ლევან აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ სასულიერო პირების ნაწილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს.

კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ სასულიერო პირებმა სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა მოითხოვონ, ლევან აბაშიძემ ასე უპასუხა: „როგორ არ არის რეალური? ხომ მოაწერეს ხელი პეტიციას? შეიძლება რამდენიმე გამოჩნდეს, რომელმაც ეს მოითხოვოს“.

„თუ ჩვენს საეკლესიო პოლიტიკას მიაქცევთ ყურადღებას, არჩევნების წინ, ეს იქნებოდა 2012 წლის არჩევნები თუ კიდევ უფრო ადრე, იყო რამდენიმე სასულიერო პირი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასევე იყვნენ სასულიერო პირები, რომლებიც მხარდაჭერას ოპოზიციას უცხადებდნენ. ეს მოვლენა არახალია. ჩვენს სასულიერო პირებს აქვს საკმაოდ დიდი ავტონომია და დამოუკიდებლობა, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი პოლიტიკურ საკითხებზე“, - განაცხადა აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.

ამასთან, ლევან აბაშიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სინოდში ერთიანი პოზიცია არ არის.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ამჟამად 45 უმაღლესი სასულიერო პირი გვყავს, ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები. მე რამდენადაც ვიცი, რამდენიმემ ხელი მოაწერა პეტიციას. მეუფე ნიკოლოზმა შერიგებისა და ქრისტიანული პოზიციიდან გამომდინარე მოაწერა ხელი, თუმცა, მას არ უთქვამს, მიხეილ სააკაშვილი უსამართლოდ არის დაკავებული თუ სამართლიანად. სამწუხაროდ, სინოდში არ არის ერთიანი პოზიცია მოვაწეროთ ხელი თუ არა. ორმა თუ სამმა მოაწერა ხელი პეტიციას და დანარჩენები არ აწერენ. ეს ეკლესიის პოზიციიდან კარგი არ არის“, - განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, მიტროპოლიტების ნაწილმა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მხარდაჭერა გამოუცხადა. ისინი აღნიშნავენ, რომ „საყოველთაო შერიგება“ უნდა მოხდეს და ერთმანეთის დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს. მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა, მეუფე მელქისედეკმა, ასევე, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად მოინახულეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ გაუგებარია, რას ნიშნავს მსგავსი მოწოდებები, ვისთან უნდა შედგეს შერიგება, რადგან არავინ შენდობას არ ითხოვს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს