გორის მუნიციპალიტეტში ოთხი სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 110 კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადაყვანილი

ამ ეტაპზე ოთხი სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 110 კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადაყვანილი, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევის დაფიქსირებისას, კონკრეტულ ლოკაციაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება.

„ყველანაირად ვცდილობთ, რომ წერტილოვანი ჩაკეტვებით, რეგულაციების დაცვით, მაქსიმალური სიფრთხილით, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ სწავლის პროცესი სასკოლო გარემოში, რადგან ეს აუცილებელია არა მხოლოდ განათლების ხარისხისთვის, არამედ ჩვენი შვილების ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის. თუმცა, თუ საჭიროება დგება, ბუნებრივია, ვირჩევთ ფიზიკურ ჯანმრთელობას და დაუყოვნებლივ ვკეტავთ კონკრეტულ კლასს ან სკოლას“, - განაცხადა გორის რესურსცენტრის დირექტორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა