პრეზიდენტი ასეთი ფორმით რომ იპარება ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია - ის დღეს იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს.
"პრეზიდენტი ასეთი ფორმით რომ იპარება ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ის დღეს იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე არავის დაკავება და ციხეში გამოკეტვა არ მიხარია, როგორც არ მიხაროდა ოჯახების გაუბედურება წლების წინ, ბიზნესის რეკეტი, უკანონოდ დაკავებული ადამიანები და ოჯახების გაუბედურება. მას მოუწევს სასჯელის მოხდა. წარმოიდგინეთ, იმ კანონებით, რომ მიესაჯათ მიხეილ სააკაშვილისთვის, რა კანონებიც ჰქონდათ მათ, მოუწევდა 30-წლიანი პატიმრობა ",- აღნიშნავს კალაძე.
დედაქალაქის მერი ასევე გამოეხმაურა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს. როგორც კალაძე განმატავს, "აშკარად ჩანს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც უკანონოდ გადმოჰყავდათ, არ ენდობდა".
"გზაში რაღაცებს იგონებდა და წერდა იმისთვის, რომ გადაეღო ვიდეო, თითქოს, ვიღაცამ გაიტაცა, სასაცილოა ეს ყველაფერი",- აღნიშნავს კალაძე.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული. როგორც „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაღებულ ვიდეომასალაში საუბრობს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"