თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა აუცილებელი ღონისძიებაა გატარებული

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმში 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა აუცილებელი ღონისძიებაა გატარებული, რაც მათ უსაფრთხოებას ემსახურება.

თორნიკე რიჟვაძემ კახა კალაძეს ბათუმის ტრაგედიის დროს გაწეული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,დღეს გამართულ თათბირზე, 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახების საკითხი განვიხილეთ. გატარებულია ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც მათ უსაფრთხოებას ემსახურება. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, კახი კალაძეს, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია დაზარალებულთა ფონდს თბილისის მერიის მხრიდან “, - განცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის სპეციალურ ანგარიშზე დღეს გადაირიცხება.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა