გოჩა ენუქიძის განცხადებით, ლეჩხუმში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ლეჩხუმში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია.

დეპუტატი დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, პაპუნა მარგველიძესთან, ცაგერის მერობის კანდიდატთან, გიორგი ნემსაძესთან და რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ლეჩხუმის რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, სოფელ ორბელში, ყურძნის მიმღებ პუნქტზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

გოჩა ენუქიძის თქმით, ამჯერად მიმდინარეობს ყურძნის ჯიშის, „ცოლიკოურის" მიღება. ადგილზე იმყოფებიან კომპანია ,,აკურას" და სახელმწიფო მარნის წარმომადგენლები.

"არსებულ ლოკაციებს - ორბელი, სპათაგორი, ქვედა ცაგერი, ჭალისთავი და ბარდნალა, დაემატება ყურძნის მიმღები კიდევ რამდენიმე ლოკაცია სოფლებში - ჩხუტელში, წიფერჩსა და ლასურიაშში და „ცოლიკოურის" მიღების შემდეგ რთველი ,,ოჯალეშის" და ,,უსახელოურის" რეალიზაციით გაგრძელდება. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ხორციელდება", - აცხადებს გოჩა ენუქიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა