გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბერშუეთში წყლის საფასურის დავალიანებას ეტაპობრივად გადაიხდიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მოსახლეობა სასმელი წყლის საფასურის დავალიანებას ეტაპობრივად გადაიხდის. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა შეხვედრის დროს მიაწოდეს.

„ გორის მერიისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შეთანხმებით, მოსახლეობა პირველ ეტაპზე დავალიანების 35 % - ს გადაიხდის და დანარჩენი თანხა კიდევ ორ თვეზე გადანაწილდება. ბერშუეთელებმა დახმარების მიზნით, ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართეს, რაც სასმელი წყლის მიწოდება ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო, შუწყდათ. 230 აბონენტის ჭაბურღილზე ელექტროენერგიის დავალიანებამ, 4 თვეში 10 700 ლარი შეადგინა.

სასმელი წყლის მიწოდება ბერშუეთში დავალიანების ნაწილის დაფარვისთანავე აღდგება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო