ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს

ჯანდაცვის სფეროს ასი საერთაშორისო სპეციალისტი თამბაქოს პოლიტიკის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ღია წერილით მიმართავს.

თამბაქოს ზიანის შემცირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.

„ზიანის შემცირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მრავალ სფეროში გამოიყენება (აკრძალული ნარკოტიკები, სქესობრივი ჯანმრთელობა, HIV)- თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია ასევე აღიარებს ზიანის შემცირებას, როგორც თამბაქოს კონტროლის კომპონენტს. იმ ასობით მილიონი ადამიანისათვის, რომლებიც ცდილობენ მოწევის შეწყვეტას ან სურთ ნიკოტინის მიღების გაგრძელება, ეს პროდუქტები წარმოადგენენ დამატებით საშუალებას შეწყვიტონ ნიკოტინის ყველაზე მომაკვდინებელი გზით გამოყენება. მოწევა იწვევს თამბაქოსთან დაკავშირებული გლობალური სიკვდილიანობის მაჩვენებლის 98%-ს.

WHO-ის რიტორიკის უმეტესი ნაწილი თამბაქოს ზიანის შემცირების ძალისხმევას წარმოაჩენს, როგორც ინდუსტრიის სტრატეგიას ხელი შეუშალოს თამბაქოს კონტოლს. მაგრამ ეს მიდგომა უგულებელყოფს მნიშვნელოვან საექსპერტო მხარდაჭერას, რომელიც ეხება თამბაქოს ზიანის შემცირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და თამბაქოს კონტროლის სფეროებში, ისევე როგორც მილიონობით მწეველის გამოცდილებას, რომლებიც წარმატებით გადავიდნენ ახალ პროდუქტებზე და გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს ფიზიკური, სოციალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში თამბაქოსა და ნიკოტინის ინდუსტრიაში დანერგილი ინოვაციების შედეგად ამჟამად ბევრი ნიკოტინის პროდუქტია ხელმისაწვდომი, რომელიც გამორიცხავს თამბაქოს წვასა და კვამლის შესუნთქვას. ეს უკვამლო პროდუქტები მომხმარებელს სთავაზობს იმედისმომცემ საშუალებას მოწევით გამოწვეული ზიანის შემცირებისათვის. არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ უკვამლო პროდუქტები ნაკლებად მავნეა სიგარეტებთან შედარებით და რომ მათ შეუძლიათ ჩაანაცვლონ მოწევის ჩვევა, როგორც ინდივიდუალური პირების დონეზე, ასევე მთელი პოპულაციის მასშტაბით.

სამწუხაროდ, WHO უგულებელყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიას, რომელსაც შეეძლო მოწევასთნ დაკავშირებული მილიონობით სიკვდილის თავიდან აცილება.“-ხაზგასმულია წერილში.

წერილში ასევე მოხსენიებულია მარეგულირებელი სისტემების შეფასება და გამოცდილება, რომლებიც მხარს უჭერენ გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებს.

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ განახორციელა მტკიცებულებათა დეტალური შეფასება, რომელიც ორ მილიონზე მეტ გვერდს მოიცავს და ეძღვნება თამბაქოს მსხვილი მწარმოებლის მიერ შექმნილ გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებს. FDA-მ დაასკვნა, რომ ეს პროდუქტი „შეესაბამება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესების დაცვას“ და საზოგადოების ინფორმირება, რომ ამ პროდუქტებს აქვს ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიური ნივთიერებების მნიშვნელოვნად შემცირებული ზემოქმედება „შესაბამისობაშია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესების დაცვასთან.“ ასევე ნათელია, რომ მოწევის დრამატული შემცირება იაპონიაში მოჰყვა 2015 წელს სწორედ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების წარდგენას ადგილობრივ ბაზარზე. ბაზრის მონაცემები აჩვენებს იაპონიაში გაყიდული სიგარეტებისა და სიგარილიოების 40%-ზე მეტ შემცირებულ უპრეცედენტო რაოდენობას 2015-2020 წლებში. და მაინც, ეს მნიშვნელოვანი მიგნებები არ არის აღიარებული WHO-ს მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ მე-9 კონფერენციის დოკუმენტში (COP9) ახალ და ახლადაღმოცენებულ თამბაქოს პროდუქტებზე.

ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ FCTC-ის მხარეებმა არ უნდა დაუშვან შემცირებული რისკის პროდუქტების მნიშვნელოვანი პოტენციალის დაკნინება საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ აწარმოებენ თამბაქოს კომპანიები. ზიანის შემცირების მიდგომა, რასაკვირველია, გულისხმობს პროდუქციას, რომელიც წარმოებულია კომერციული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც თავის მხრივ აწარმოებენ სამომხმარებლო ნიკოტინის პროდუქტებს - სიგარეტების საპირისპიროდ და საპირწონედ. მარეგულირებელი ორგანოებისათვის გამოწვევა წარმოადგენს ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანას, რათა შემცირდეს ზიანი. ეს არის მიდგომა, რომელიც ცნობილია რისკების პროპორციული რეგულაციის სახელით.

ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციები:

ჯანდაცვის 100 ექსპერტის რეკომენდაციაა, რომ FCTC-ის მხარეებმა შეიმუშავონ უფრო მეტად კრიტიკული და მტკიცე პოზიცია WHO-ის მიდგომის მიმართ მოწევის უკვამლო ალტერნატივებისადმი და განახორციელონ შემდეგი:

  • თამბაქოს ზიანის შემცირება გახდეს გლობალური სტრატეგიის კომპონენტი, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი განვითარების მიზნები ჯანდაცვის სფეროში და უფრო კონკრეტულად SDG 3.4 არაგადამდებ დაავადებებთან მიმართებით.
  • დაჟინებით მოითხოვონ, რომ WHO-ს ნებისმიერი პოლიტიკის ანალიზი მოიცავდეს მწეველთა თუ პოტენციურ მწეველთა სარგებელის, ისევე როგორც ამ პროდუქტების მომხმარებელთა და არამომომხარებელთათვის რისკების მართებულ შეფასებას.
  • მოითხოვონ, რომ ნებისმიერი პოლიტიკის შეთავაზება (განსაკუთრებით აკრძალვა) ასახავდეს არასასურველი შედეგების რისკებს, მათ შორის მოწევის პოტენციურ ზრდასა და სხვა გვერდით მოვლენებს.
  • მართებულად გამოიყენონ FCTC-ის მუხლი 5.3, რათა პასუხი გაეცეს ზოგადად არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას თამბაქოს ინდუსტრიაში, და არა კონტრპროდუქტიული წინაღობის შექმნით შემცირებული რისკის პროდუქტებისათვის, რომელთაც აქვთ საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის სარგებლის მოტანის პოტენციალი ან ინდუსტრიის მონაცემების კრიტიკული შეფასებისათვის ხელის შეშლით, რომელიც ეფუძნება მხოლოდ მის მეცნიერულ დამსახურებებს.
  • გახადონ FCTC-ის მოლაპარაკებები უფრო ღია დაინტერესებული მხარეებისათვის, მათ შორის მომხმარებლებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი სპეციალიზებული ცოდნა, რომელიც არ არის გაზიარებული თამბაქოს კონტროლის ტრადიციულ წრეებში.
  • ინიცირება გაუწიონ WHO-სა და FCTC-ის დამოუკიდებელი განხილვის მიდგომას თამბაქოს პოლიტიკის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით (SDGs). მიდგომის მსგავს ცვლილებას შეუძლია პასუხი გასცეს მეცნიერების ინტერპრეტირებისა და გამოყენების, პოლიტიკური კონსულტირების ხარისხის, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის და პასუხისმგებლობისა და მართვის პრობლემურ საკითხებს. პანდემიისადმი მზადყოფნისა და პასუხის დამოუკიდებელი პანელის (IPPPR) ინიციატივა, რომელიც გულისხმობს გადახედილ იქნას COVID-19 პანდემიისადმი პასუხი, მოიცავს მსგავს მოდელს.

„ჩვენ გვჯერა, რომ დადგა დრო თამბაქოს გლობალურმა პოლიტიკამ სრულად გამოიყენოს თამბაქოს ზიანის შემცირების პოტენციალი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეცნიერო, პოლიტიკური და პრაქტიკოსთა წრეები შეჯერდებიან საერთო განზრახვაზე მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და შეამცირებენ თამბაქოსთან დაკავშირებული დავაადებებისა და ნაადრევი სიკვდილიანობის მსოფლიო დინამიკას - რაც შეიძლება სწრაფად და საფუძვლიანად.“- აღნიშნულია ღია წერილში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო