ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობისათვის, „ბათუმის წყლის“ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ და შპს „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან დავითაძემ, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობისათვის „ბათუმის წყლის“ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტრაგედიის პერიოდში „ბათუმის წყლის" ბრიგადები სამაშველო სამსახურთან ერთად სრულად იყვნენ მობილიზებულები და აქტიურად ჩართულნი პროცესში.

მათივე ცნობით, უწყების სატრანსპორტო განყოფილების ყველა თანამშრომელი სპეცტექნიკით 28 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა