კვლევითი საქმიანობის გაძლიერების საკითხზე აჭარის უმაღლეს საბჭოში ტრენინგი ჩატარდა

კვლევითი საქმიანობის გაძლიერების საკითხზე აჭარის უმაღლეს საბჭოში ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, უმაღლეს საბჭოში კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ტრენინგი ძირითადად ფოკუსირებულია კვლევის წარმოების მეთოდებზე, ინსტრუმენტებზე, სხვადასხვა პრაქტიკაზე. საუბარია კვლევის გამოყენებაზე როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო საქმიანობაში. თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც საკანონმდებლო საქმიანობას დაეთმობა და საუბარი იქნება განმარტებითი ბარათის, დასკვნების, შეფასებების მომზადებაზე კვლევის მეშვეობით", - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისთვის გამართული ტრენინგის დაწყებისას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ამ ეტაპზე სწავლება გაიარეს, შემდგომ ეტაპებზე კი დაგეგმილია საპილოტე კვლევების განხორციელებაში დახმარება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სემინარები და ექსპერტთა კონსულტაციები.

ტრენინგებს საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები - მარიამ გაიპარაშვილი და ნატო ნიაური უძღვებოდნენ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა