„ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

23 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება)“ გაიმართება.

„ევროპის უნივერსიტეტის" ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილე ქართველი და ფრანგი ექსპერტები საქართველოსა და საფრანგეთის მაგალითზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ცვლილებებს განიხილავენ და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, მოსამართლე (გრენობლი) მარსელ კლაჯნბერგი, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი გრეგორი მარტინ დე ნეველი, UNICEF-ის წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორები - თათია დოლიძე და თამარ ლალიაშვილი.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ასევე, დაესწრებიან საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი და საელჩოს წარმომადგენლები - ლოლა ობერტინი, ნაილო ოლივიე და ნათია მსხალაძე.

აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტსა" და საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა უნივერსიტეტისა და საელჩოს ერთობლივი, ესსეების, კონკურსი, თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-11- მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან.

კონფერენცია "ქორთიარდ მარიოტში" 23 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა