ბექა დავითულიანი სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის ინიციატივაზე - ბარემ გვირაბს გავუთხრით და გავაპაროთ, ამას გვთავაზობენ ალბათ

კეთილისმზრახველების რჩევები, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ ქვეყნიდან გაიყვანონ, ბარემ გვირაბს გავუთხრით და გავაპაროთ, ამას გვთავაზობენ ალბათ, არ ვიცი, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი, ბექა დავითულიანი „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას მოსაზრებას, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, უმჯობესია ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებაა იშიმშილოს, ხოლო იუსტიციის სამინისტროს მოვალეობაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი.

უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გართულდეს, თუმცა, როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პირნათლად, ბოლომდე მოიხდის სასჯელს საპატიმროში.

„ეს სააკაშვილის უფლებაა, არავინ აძალებს, რომ იშიმშილოს და არავინ უზღუდავს საკვების მიწოდებას. მისი, როგორც პატიმრის, უფლებაა იშიმშილოს, ჩვენ ვიზრუნებთ მის ჯანმრთელობაზე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაუმძიმდეს. იმედია, რომ ის კარგად იქნება, რომ პატიოსნად მოიხადოს მისი სასჯელი.

სიმართლე გითხრათ, თავი მე მგონი საერთოდ არ გვტკივა ამ ნაწილში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას, ეს არის იუსტიციის სამინისტროს და შესაბამისი კონსულტანტების გადასაწყვეტი, უკეთ როგორ უზრუნველყოფენ ერთი მხრივ, დამნაშავის მხრიდან სასჯელის მოხდას, მეორე მხრივ, მისი ჯანმრთელობის კონტროლს. ეს არის იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი.

კეთილისმზრახველების რჩევები, რომ ქვეყნიდან გაიყვანონ, ბარემ გვირაბს გავუთხრით და გავაპაროთ. ამას გვთავაზობენ ალბათ, არ ვიცი. იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტს ექიმებთან ერთად, რა იქნება უკეთესი იმისთვის, რომ არ დაემუქროს საფრთხე და რისკის ქვეშ არ შევიდეს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, მან პირნათლად მოიხადოს სასჯელი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის ინიციატივით „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია გამოვიდა.

„მოშიმშილე პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა, ყოველთვის ლეგიტიმურია, მე მეტსაც ვითხოვ, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ კლინიკაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, ეს კარგი საშუალება იქნება ხელისუფლებისთვის, მღელვარება, რომელიც სააკაშვილის მდგომარეობის შესაძლო დამძიმებას მოჰყვეს, თავიდან აიცილოს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს