ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს?

ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს? - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შიმშილობას შეეხება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არასდროს იქნება.

„ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს? პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული, ეს მინდა ვუთხრა ყველას. რამდენიმე ათასი პარტიმარი ზის ციხეებში და მათაც სჭირდებათ მზრუნველობა. პატიმარი სააკაშვილი არაფრით არ არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის, ხალხის და მომავლის წინაშე, ვიდრე სხვა პატიმრებს - როგორიც არის ოკუპაცია, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ათასობით ადამიანის განადგურება“, - განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, გამორიცხავთ სააკაშვილის გათავისუფლებას, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა: „გამორიცხულია! სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში!“

აღნიშნულს სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ტაში დაუკრეს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი