ტიტე აროშიძე - ინფორმაცია გვაქვს, რომ "ნაცმოძრაობა" ბათუმში გარკვეული დესტაბილიზაციის შემოტანას გეგმავს, აქციაზე დაანონსებენ თითქოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მათ უერთდებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქალაქში დესტაბილიზაციას გეგმავს, ამასთან საჯარო მოხელეების მოსყიდვა და შანტაჟი მიმდინარეობს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ტიტე აროშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალურ დაჯგუფებად იქცა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გარკვეულ პროვოკაციებს ქალაქში გეგმავს, მინდა მოვუწოდო თანაქალაქელებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომელიც კრიმინალურ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა, შეინარჩუნანონ სიმშვიდე. ეს არის ქალაქი, რომელსაც არ უყვარს დესტაბილიზაცია და არეულობა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს გარკვეულ დესტაბილიზაციის შემოტანას ქალაქში, ამასთანავე, აქციაზე დაანონსებენ თითქოსდა მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უერთდებიან მათ აქციას - დაჯგუფებას. შესაძლოა, ეს ესე იყოს დაბულინგება და სხვა საქციელით აიძულებენ ადამიანებს შეუერთდნან ამ აქციას. ჩვენ ვართ, პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქში არსებულ სიტუაციაზე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალაქში შენარჩუნდეს სიმშვიდე. ის ინფორმაციები, თითქოს საჯარო სამსახურებიდან აპირებენ გადასვლას, რამდენიმე საჯარო მოხელე, დიდი მოსყიდვით შესაძლოა, შეუერთდეს აქციას, მაგრამ ეს ხალხის განწყობას არ ასახავს",- აცხადებს ტიტე აროშიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა