ბათუმის ბულვარში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან

ბათუმის ბულვარში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან. მათი განცხადებით, ისინი საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას გამართავენ, ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ბათუმისა და ხელვაჩაურის სარჩევნო კამპანიის ერთგვარი შემაჯამებელი აქციაა, ამ ორ მუნიციპალიტეტში გვაქვს არჩევნების მეორე ტური. აქციის მთავარი დევიზია, "თავისუფლებებისა და ცვლილებებისთვის". თავისუფლება საქართველოს ყველა პოლიტიკურ პატიმარს და პირველ რიგში, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ციხე, ივანიშვილის პირად პატიმრობაში არ შეიძლება გვყავდეს ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის ყველაზე მეტი რამ გააკეთა. პირველ ტურში ბათუმელებმა ცვლილებებს და მრავალპარტიულობას დაუჭირეს მხარი ბათუმის საკრებულოში, ეს გამარჯვება ბოლომდე მისაყვანია",- აცხადებს გიორგი კირთაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს