ევროპის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ გაიმართა.

კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა გახსნა, ხოლო მოდერატორობას, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, მარიამ ბოჭორიშვილი უწევდა.

მონაწილე ქართველმა და ფრანგმა ექსპერტებმა საქართველოსა და საფრანგეთის მაგალითზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმები და ცვლილებები განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

კონფერენციაში საფრანგეთის ელჩის მრჩეველი, თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, მოსამართლე (გრენობლი) მარსელ კლაჯნბერგი, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი გრეგორი მარტინ დე ნეველი, UNICEF-ის წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები - თათია დოლიძე და თამარ ლალიაშვილი მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, ასევე, დაესწრნენ საელჩოს წარმომადგენლები - ლოლა ობერტინი,ნაილო ოლივიე და ნათია მსხალაძე.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტსა და საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა უნივერსიტეტისა და საელჩოს ერთობლივი, ესსეების, კონკურსი, თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“, რომელშიც მე-11- მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან.

კონფერენცია "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს