ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს სლოგანით „ბრძოლა გამარჯვებამდე“. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები - "ერთად თავისუფლებისთვის და ცვლილებებისთვის" , „თავისუფლება მიშას“.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს.

მისი თქმით, ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უკვე ჰყავს მრავალპარტიული უმრავლესობა და ეს გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი.

„ათასობით ადამიანი ტელევიზიით გვადევნებს თვალ-ყურს. მადლობა მათ, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ტელევიზიით გვადევნებს თვალს, რომლესაც ყველაზე ძალიან უყვარს ჩვენი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად თანაგვიგრძნობს ჩვენ და რომელსაც ახლა, ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, მოგესალმები ბატონო მიშა. თქვენ კარგად იცოდით, რა ნაბიჯსაც დგამდით. იცოდით, რომ თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოდიოდით საქართველოში, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით და შეასრულეთ თქვენი სიტყვა ისე, როგორც ყოველთვის ასრულებდით! თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი ის, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით. ამის ნათელი დასტური იყო ორი ოქტომბრის რეფერენდუმზე თქვენი ჩამოსვლა საქართველოში.

ჩვენთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, ბათუმელებისთვის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური იყო თქვენი პირველი განცხადებები, პირველი და მეორე ვიდეო ახალ და ძველ ბულვარში ჩაიწერა. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედევად, ამ ქვეყნაში მცხოვრები ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ამ ქვეყნის უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი. ეს არის მთავარი, ის ცვლილება, რასაც ხალხმა მხარი დაუჭირა, მათ შორის, ბათუმში ორი ოქტომბრის არჩევნებზე. ჩემთვის წარმოუდგენელი პატივი და პასუხისმგებლობაა ის, რაც მოხდა ორ ოქტომბერს ბათუმში, ყველამ ერთად შევძელით და ამ უსამართლო, დაუნდობელ ბრძოლაში დავამარცხეთ „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო