თორნიკე რიჟვაძემ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პირადად გააცნო

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა და სამთავრობო პროგრამის - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" გადაწყვეტილება გააცნო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაცით, შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია და წელსვე 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ გარემოში, ბინების პრობლემა მოუგვარდებათ. მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე მოხდება ოჯახების ქირით უზრუნველყოფა.

„აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" სამთავრობო პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. პროგრამის ბიუჯეტი 80 მლნ ლარს შეადგენს. მომდევნო 4 წლის გამავლობაში ბათუმში აღარ იქნება ავარიული საცხოვრებელი სახლები. პროგრამის ფარგლებში საჭიროების მქონე ყველა ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ახალი უსაფრთხო საცხოვრისით.

ე.წ. შანხაის დასახლებაში მცხოვრები 150 ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესი უკვე დაწყებულია. ასევე, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა