მურმან დუმბაძე - მიშას თავისუფლება არ გადის პროკურატურაზე, მიშას თავისუფლება გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე!

გინდათ მიშას თავისუფლება?! მიშას თავისუფლება არ გადის პროკურატურაზე, მიშას თავისუფლება გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე!“- ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა, მურმან დუმბაძემ ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მურმან დუმბაძე აცხადებს, გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს.
„ახლა, როცა დამთავრდება ეს მიტინგი, მივდივართ სახლებში, უნდა ამოიღოთ ფანქარი, ცარიელი ქაღალდი და ჩამოწეროთ იმ ადამიანების გვარი და სახელი, ვინც პირველ ტურში არ მოსულა არჩევნებზე და მეორე ტურში აუცილებლად უნდა მოიყვანოთ. გამარჯვება გადის სწორედ მათზე, გადამწყვეტი ბრძოლაა, გადამწყვეტი! დღეს 23 ოქტომბერია, ორი თარიღი უნდა შეგახსენოთ, თითქმის, ერთსა და იმავე დროში. აქ აღინიშნა, რომ სწორედ ბათუმიდან დაიწყო „ვარდების რევოლუცია“, 2003 წლის 23 ოქტომბერს! მივესალმოთ „ვარდების რევოლუციას!“ გაგრძელებაა დღეს მხოლოდ! 23 ოქტომბერს, მესტიიდან ბათუმში ჩამოფრინდა ვიღაც კაცი და აგერ ათეულ მეტრში ზღვაში იბანავა, ვინ იყო ეს კაცი?! გინდათ მიშას თავისუფლება?! ის არ გადის ბიძინა ივანიშვილზე, მიშას თავისუფლება არ გადის პროკურატურაზე, მიშას თავისუფლება გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე! მოხვალთ ერთ კვირაში, ბათუმის მერად აირჩევთ გიორგი კირთაძეს და მიშა იქნება თავისუფალი “,- აღნიშნავს დუმბაძე.
























