ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული მამაკაცი კლინიკიდან გაწერეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილის ჩამოგნრევისას დაშავებული ზვიად თავდგირიძე კლინიკა "მედცენტრიდან" გაწერეს.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"37 წლის პაციენტი, რომელიც ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "მედცენტრში" შემოიყვანა. პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო, რამდენიმე დღე ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, შემდეგ კი პალატაში გადაიყვანეს. გუშინ კი, პაციენტი კლინიკიდან გაეწერა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აღარ საჭიროებდა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელებას", - აცხადებენ კლინიკაში.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი