07.07.2025 / 08:38
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში მცხოვრებ 70 ოჯახს ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდება

ბათუმში, თამარ მეფის გამზირის N54 და ხინიკაძის ქუჩის N4 მცხოვრები 70 ოჯახი ბინებს საკუთრებაში დაირეგისტრირებს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი განმარტებით, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, უახლოეს პერიოდში ბინებს საკუთრებაში დაირეგისტრირებენ.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აღნიშნული ოჯახის წევრებს შეხვდა და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბინების გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დასკვნით ეტაპზეა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს