მამუკა წოწერია - 30 ოქტომბერს გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე, ეს იქნება ზუგდიდის გამარჯვება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს, წოწერია ამჯერად მოქალაქეებს სოფელ ჭითაწყარში შეხვდა და არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პრესსამსახურის ცნობით, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატთან ერთად გამართულ შეხვედრას ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრები ესწრებოდნენ.

მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ზუგდიდის მშვიდობიანი განვითარებისთვის ახლა სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებაა საჭირო - რადგან მეორე მხარეს დგას ძალა, რომელიც ამ ქალაქში რევანშის და შურისძიებისთვის მოდის. მერობის კანდიდატის განმარტებით, ერთადერთი ძალა, რომელსაც კონკრეტული გეგმები და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია აქვს სწორედ „ქართული ოცნებაა“.

„სოფელ ჭითაწყარში გავმართეთ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა, უმეტესობას წარმოადგენდნენ ახალგაზრდები, კარგია რომ ჩვენი ახალგაზრდობა აქტიურობს, აქტიურობს არჩევნების დღესთან დაკავშირებით და აფიქსირებენ, რომ მაქსიმალურად იქნებიან მობილიზებული და ხმას მისცემენ „ქართულ ოცნებას“, რათა ზუგდიდი არ დაბრუნდეს წარსულში და ჩვენს მუნიციპალიტეტს ქონდეს მშვიდობიანი განვითარება.

შეხვედრაზე განვიხილეთ ახალგაზრდებისთვის საჭირბოროტო საკითხები. ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა რა თქმა უნდა იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი თვითმმართველობის. ჭითაწყარი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჯანაშიას სასარგებლოდ და რა თქმა უნდა მერობის კანდიდატის სასარგებლოდ. მინდა მადლობა გადავუხადო ჯგუფ „ქუჩის ბიჭებს“ მხარდაჭერისთვის.

გამარჯვებას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, ეს გამარჯვება იქნება ზუგდიდის გამარჯვება!“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2022
ანაიტ ვოსკანიანი - სომხეთი მსოფლიოს ყველა ტიპის ტურისტისთვის მიმზიდველი ქვეყანაა
PSP-ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია
ბაზისბანკმა ბიზნესში 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
„ლისი ინტელიგენციის“ განვითარებისთვის დახარჯული ჯამური ინვესტიცია 1 500 000 ლარს უტოლდება
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა