ავთანდილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს

მადლობა, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეთ და მხარი დაუჭირეთ ოზურგეთის განახლებას! , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებაშია ნათქვამი.

„ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის წინ, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ოზურგეთის მერიის და მისი სამსახურების თითოეულ თანამშრომელს, საჯარო მოხელეებს: მადლობა, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეთ და მხარი დაუჭირეთ ოზურგეთის განახლებას!

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სწორედ თქვენნაირ ადამიანებთან ვაპირებ მუშაობას - საჯარო მოხელეებთან, ვინც არ დაემორჩილეთ მანიპულაციას, მუქარას, რომ თითქოს სამსახურებს დაგატოვებინებდნენ, თუ მოქმედი მერი კონსტანტინე შარაშენიძე არჩევნებს წააგებდა. ის პირველ ტურში დიდი სხვაობით დამარცხდა და მეორეში, კიდევ უფრო დიდი სხვაობით დამარცხდება.

ახლაც იქნება მცდელობები, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ, მათ შორის იმ ადამიანებისგან, ვინც დიდი ხანია ხელს უშლიან ოზურგეთში პროფესიონალი კადრების დაწინაურებას და სამსახურებრივ გავლენას, ასევე, ნათესაურ კავშირებს ბოროტად იყენებენ. მჯერა, ამ შეურაცხყოფას ერთად ვუპასუხებთ 30 ოქტომბერს!

თითოეული პროფესიონალი, ვინც დღეს არის დასაქმებული მერიაში და ერთგულად ემსახურება საზოგადოებას და ქვეყანას - სჭირდება ოზურგეთს. ველი თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობას“! - აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს