თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა

საქართველოში პირველმა აუთლეტ ვილიჯის პროექტმა, მსოფლიო აღიარება მოიპოვა. კერძოდ, თბილისი აუთლეტ ვილიჯი დასახელდა „წლის საუკეთესო მომავლის პროექტად“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. დაჯილდოების ცერემონია 21 ოქტომბერს, ქალაქ ვარშავაში გაიმართა, ევროპა პროპერტის ენდ ინვესტმენთს-ის მიერ.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი ესპანური არქიტექტორული კომპანიის L35 მიერ. დომუს ჯგუფი, „თი ბი სი“ ბანკის მხარდაჭერით, აღნიშნულ პროექტში 70 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს, რის შედეგადაც ჯამში 20 000 კვ.მ-ის კომერციულ ფართი აშენდებადა, სადაც 110 გამორჩეული ბრენდი განთავსებდა.

"თბილისი აუთლეტ" ვილიჯი წარმოადგენს ქართული ინვესტიციისა და უცხოური გამოცდილების უნიკალურ ნაზავს. ახალ სავაჭრო სივრცის მენეჯმენტშია მსოფლიოს ტოპ კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია „TORG International“-ი. TORG-ი დღეისათვის ათეულობით აუთლეტს მართავს აშშ-სა და ევროპაში. „ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები და ამაყი, რომ ჩვენმა პროექტმა ასეთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ქართველ პარტნიორებს, მათი უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის. 30 წელზე მეტია ამ ინდუსტრიაში ვმოღვაწეობ და ჯერ მსგავსი სისწრაფითა და ხარისხით ასეთი შედეგების მიღწევა, არსად არ მინახავს. დღეისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სამშენებლო ფაზაში ვართ, უკვე ბრენდების 55% -თან შეთანხმებები ხელმოწერილია. გავმეორდები და ეს მართლაც უპრეცენდენტო შედეგია! ჩვენი ამოცანაა თბილისი აუთლეტ ვილიჯი ვაქციოთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის #1 აუთლეტად და ამას მივაღწევთ აცულებლად! მინდა მივულოცო მთელს საქართველოს ეს გამარჯვება, ეს არის პირველი ქართული კომერციული პროექტი, რომელმაც ასეთი აღიარება მოიპოვა ევროპის წამყვან დაჯილდოვების ცერემონიაში.“ - აცხადებს ტორგ ინტერნეიშენალის მმართველი პარტნიორი რობერტ ვან ჰეველი.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა