დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შესაძლოა, პრეპარატი „ნარკანი" სააფთიაქო ქსელში რეცეპტის გარეშე გაიცეს

პრეპარატი „ნარკანი", შესაძლოა, სააფთიაქო ქსელში რეცეპტის გარეშე გაიყიდოს. საკითხზე დღეს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ისინი სპეციალისტებთან შეთანხმებულ რეკომენდაციას გასცემენ.

"არის შემთხვევები, როცა ნარკოტიკების ზედოზირებით მოხმარების შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პრეპარატ "ნარკანის" მოხმარება და დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ის სააფთიაქო ქსელში გაიცემა მხოლოდ რეცეპტის საშუალებით და ეს რა თქმა უნდა, მისი მოპოვების დროს ზრდის და ამცირებს ხელმისაწვდომობას. ამიტომ ჯანდაცვის კომიტეტი დარგობრივ ექსპერტებთან ვიმსჯელებთ და გავცემთ შეთანხმებულ რეკომენდაციას, რომ ეს პრეპარატი გადმოვიდეს მესამე ჯგუფში, აფთიაქებში იყოს ხელმისაწვდომი და გაიცემოდეს რეცეპტის გარეშე", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს