დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი უკრაინის ელჩს შეხვდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ზურაბ სეხნიაშვილმა სამართლებრივი საკითხების სპეციალისტთან ნოდარ კობიაშვილთან ერთად ელჩს ქალაქ დუშეთში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

მხარეების მიერ ყურადღება აგრეთვე გამახვილდა საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით, დუშეთთან არსებული პარტნიორობის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი