ირაკლი ღარიბაშვილი - წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება, ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ არჩევნები მოიგეს, წარმოგიდგენიათ, როგორი ანეკდოტია?

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მოსახლეობას, „ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი დღის წესრიგი არ აქვს, ძალა, რომელიც გამოირჩეოდა მხოლოდ და მხოლოდ ცრუ დაპირებებით, ათასი სისასტიკით, დანაშაულებით და კრიმინალით, ცრუ დაპირებასაც კი ვეღარ ბედავს, რადგან იციან, რომ მათ სიტყვას არავითარი ფასი აღარ აქვს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე გარკვეული ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა ქვეყანაში.

„წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდულ მდგომარეობაში არიან - წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება ციხეში სააკაშვილი. ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ მოიგეს არჩევნები. წარმოგიდგენიათ, საერთოდ როგორი ანეკდოტია? მთავარი კრიმინალი გვიზის ციხეში - ბატონი სააკაშვილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, საარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ძალები ყველა ქვეყანაში და ეს დამკვიდრებული და ყველასთვის მიღებული პრაქტიკაა, როგორც მმართველი ძალა, ისე ოპოზიციური პარტიები, იკრიბებიან და აქციებს მართავენ.

„ეს აბსოლუტურად ევროპული პრაქტიკაა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში