ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მოქალაქეთა მომსახურეობის ბიურო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, რაჭა-ლეჩხუმ-
ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს. ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ის ,,ერთი სარკმლის’’ პრინციპით მოქმედ მომსახურეობის ბიუროს წარმოადგენს, რომელიც მოქალაქეებისთვის დროულ, კვალიფიციურ და სრულყოფილ მომსახურეობას უზრუნველყოფს.
„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სს ,,სამტრედმშენმა’’ შეასრულა. სახელშეკრულებლო ღირებულება 67, 777 ლარს შეადგენს. პროექტი გრანტის სახით, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ“ (GIZ) დააფინანსა.