„ევროპის წამლის სააგენტომ“ პრეპარატ „მოლნუპირავირის“ შესწავლა დაიწყო

ევროპის წამლის სააგენტომ დაიწყო მოზრდილებში კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის შესწავლის დაჩქარებული პროცედურა. ამის შესახებ სააგენტო იუწყება.

„ევროპის წამლის სააგენტოს შესაბამისმა კომიტეტმა დაიწყო ვირუსის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატის „მოლნუპირავირის“ განხილვა, რომელიც შემუშავებულია Merck Sharp & Dohme და Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ კორონავირუსის სამკურნალოდ მოზრდილებში“ , - ნათქვამია განცხადებაში.

პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება დაფუძნებულია ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების წინასწარ შედეგებზე.

სააგენტოს ცნობით, ეს კვლევები ცხადჰყოფს, რომ წამალს შეუძლია შეამციროს SARS CoV 2 ვირუსის გამრავლება ორგანიზმში, რითაც აარიდებს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში