BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე

BDO საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში, პანდემიისა და მეტად ცვალებადი გარემოს მიუხედავად, სტაბილურად მზარდ ფინანსურ შედეგებს აჩვენებს, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების ბაზარზე ცნობადობით პირველ პოზიციას იკავებს.

საკონსულტაციო ჯგუფის GEPRA-სა და კვლევითი კომპანია „ტრაექტორიას“ თანამშრომლობით ჩატარდა ბიზნეს საკონსულტაციო სფეროს კომპანიების - აუდიტორული, ბიზნეს სერვისების და IT საკონსულტაციო ბრენდების ცნობადობის და მათ შესახებ ინფორმირებულობის კვლევა, რომლის ფარგლებშიც, შემთხვევითი შერჩევით 15 ინდუსტრიიდან, საქართველოში მოქმედი მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიები გამოიკითხა. კვლევაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ეკონომიკის და ბიზნესის ექსპერტებმა.

კვლევის თანახმად, BDO ყველაზე ცნობად ბრენდად და ბიზნეს საკონსულტაციო ბაზრის ლიდერად დასახელდა. რესპონდენტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა BDO-ს პორტფელის მრავალფეროვნება და ციფრული ტრანსფორმაციის სერვისები, რაც მათი მოსაზრებით, კომპანიის უწყვეტი განვითარების მიმანიშნებელია და მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შექმნას ემსახურება. გამოკითხულთა მიერ BDO აღიქმება, როგორც უშუალო და გულისხმიერი ბრენდი. რესპონდენტები თვლიან, რომ BDO-სთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია კომფორტულია, კომპლექსური შეთავაზებები მოქნილია, შეუძლიათ ადვილად მიიღონ რეკომენდაცია და რჩევა მათთვის საინტერესო თემებზე.

საგულისხმოა, რომ რესპონდენტების დიდმა ნაწილმა BDO-სთან მიმართებით ყურადღება გაამახვილა კომპანიის რეპუტაციაზე, მომსახურების სტაბილურად მაღალ ხარისხზე, პროფესიონალიზმზე და მაქსიმალურად ადაპტირებაზე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებთან. უკვე 21 წელია BDO აუდიტორულ ბაზარზე გლობალური ბრენდის ღირებულებებს ამკვიდრებს, უზრუნველყოფს განუხრელ ხარისხს და ურთიერთობებში შემოაქვს უნიკალური ელემენტები, რომელიც ქმნის BDO-ს გამორჩეულ კულტურას საქართველოში.

როგორც გლობალური ბრენდი BDO ორიენტირებულია კლიენტებს შესთავაზოს გამორჩეული მომსახურება, მრავალმხრივი გამოცდილება და შესაძლებლობები. თუმცა გლობალურთან ერთად, გასათვალისწინებელია ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკა და ის თუ რამდენად სწორად ახერხებს კომპანია გლობალური ხარისხის სათანადოდ შენარჩუნებას. კვლევის მიზანს სწორედ ბრენდის მიმართ არსებული განწყობების შეფასება და სერვისებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის ხარისხის დადგენა წარმოადგენდა.

ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „მოხარული ვართ, რომ BDO-ს კარგად იცნობს ბიზნესსაზოგადოება და ლიდერად ასახელებს აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების ბაზარზე საქართველოში. ამ კვლევამ საშუალება მოგვცა ახლებურად გაგვეაზრებინა ის მიმართულებები, რომელიც წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს ორიენტირს და მიდგომები, რომლითაც ვპასუხობთ თანამედროვე ბიზნესმოთხოვნებს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ კომპანიებს შევთავაზოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მათ დაეხმარება ბიზნესის ეფექტურად მართვასა და სასურველი შედეგების მიღწევაში, ამისთვის აქტიურად ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რადგან ვთვლით, რომ ტექნოლოგიური პროგრესი და ბიზნესის გაციფრულება განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა. მიმაჩნია, რომ ტრადიციულ სერვისებთან ერთად, ბიზნესის ტრანსფორმაციის თანამედროვე გადაწყვეტილებების შეთავაზება ჩვენს ერთ-ერთ მძლავრ უპირატესობას წარმოადგენს. BDO-ს ფასეულობები და გლობალური გამოცდილება, ინოვაციებისადმი მუდმივ სწრაფვასთან ერთად, გვეხმარება კომპანიებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი სერვისები. მიხარია, რომ ჩვენი ამგვარი ძალისხმევა უყურადღებოდ არ დარჩენილა ბიზნესის მხრიდან, რომელმაც სათანადო შეფასება მისცა BDO-ს ბრენდს და დაგვეხმარა სწორად გავიაზროთ ჩვენი საქმიანობა შემდგომი უწყვეტი ზრდისა და განვითარებისთვის“.

(R)

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა