გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა. ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელება დაიწყო სწორ და საჭირო დროს. როგორ დაიწყო რეფორმა და ახლა რა ეტაპზეა - ამ და სხვა საკითხებზე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ინტერვიუში საუბრობს.

- თქვენ საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში კანონის შემუშავების მომენტიდან იყავით ჩართული, როგორ დაიწყო რეფორმა და ახლა რა ეტაპზეა მისი განვითარება? რას უნდა ველოდეთ?

- კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელება დაიწყო სწორ და საჭირო დროს, მან დადებითი როლი ითამაშა გლობალური პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დროს. რეფორმაზე მუშაობა 2014 წლიდან მიმდინარეობდა და მასში საფინანსო სფეროში გამოცდილი დონორი ორგანიზაციები ჩაერთვნენ, კერძოდ: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. დაგროვებითი საპენსიო სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ რეფორმას, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, უფრო მეტიც რეფორმამ დადებითი როლი ითამაშა გლობალური პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დროს. რეფორმა ეკონომიკაში შიდა დანაზოგების ზრდის მძლავრი და მდგრადი ინსტრუმენტია.

ჩვენთვის ცნობილია 2020 წლის OECD-ის მსოფლოს საპენსიო ფონდების ირგვლივ კვლევის შესახებ და საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია მასზე უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია იქონიოს.

2021 წლის ივნისში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ OECD- იმ, გამოაქვეყნა დოკუმენტი სათაურით „მიუხედავად COVID 19 შოკისა, 2020 წელს საპენსიო აქტივები გაიზარდა”(“Pension fund assets rose in 2020 despite of shock of COVID-19”). ამავე ანგარიშშია ასახული საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაცემებიც, რაც რეფორმის მდგრადობის დასტურია და ნათელი მაგალითია იმისა რამდენად მოწყვლადია დაგროვებითი სისტემა საგარეო შოკებისადმი, საქართველომ კი ეს საფრთხე წარმატებით დაძლია. საინვესტიციო საქმიანობის განმახორციელებელთა დამოუკიდებლობის ხარისხი უპრეცედენტოა და კანონით არის გარანტირებული. საინვესტიციო საქმიანობას უცხოელი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული საბჭო მართავს, ხოლო ზედამხედველი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ბანკია, ხოლო დამატებითი დაცულობის მექანიზმს მძლავრი რისკის კონტროლის მექანიზმი წარმოადგენს. ყველა ეს რგოლი უზრუნველყოფს, რომ მონაწილეთა დანაზოგები იყოს მაქსიმალურად დაცული და იმართებოდეს ადეკვატურად და კეთილსინდისიერად, რისკების საერთაშორისო კონტროლის პრაქტიკის მიხედვით.

- როგორც რეფორმის შემუშავების მონაწილეს რატომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა?

- დაგროვებითი საპენსიო სისტემა ჩემთვის არ წარმოადგენს სიახლეს, რადგან წლებია ამ რეფორმის დანერგვის და განხორციელების მონაწილე ვარ. მსოფლიოს საერთაშორისო გამოცდილების შესწავლითა და ანალიზით შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ წარმატებულად განხორციელებული საპენსიო რეფორმა - ეს არის ადეკვატური შემოსავლები საპენსიო ასაკში და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან და შინაარსობრივ რეფორმას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. დაგროვებითი საპენსიო სქემის მოდელი აასამაგებს მონაწილის დანაზოგს მონაწილის სქემაში ჩართვის მომენტიდან, რასაც შემდეგ საინვესტიციო საქმიანობით ემატება სარგებელი. აღნიშნული კი უზრუნველყოფს სისტემის თითოეული ბენეფიციარის მაქსიმალურ დაცვას.

- საპენსიო რეფორმა, მთავარი მიზნის გარდა, რა დადებით სარგებელს სთავაზობს ქვეყნას და საზოგადოებას?

- დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება არა მხოლოდ ჩანაცვლების კოეფიციენტსა და მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე ახდენს გავლენას, არამედ მას მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი აქვს როგორც ეკონომიკურ ზრდასა და შემოსავლების გენერირებაზე, ასევე საგარეო რისკების შერბილებაზე, იმდენად, რამდენადაც იგი ეკონომიკაში შიდა დანაზოგების ზრდის მძლავრი და მდგრადი ინსტრუმენტია. ქვეყნების მაგალითის და სიმულაციური ანალიზით დასტურდება, რომ საშუალო და შედარებით გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის დაახლოებით 4.0-5.0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, არაერთი კვლევით მტკიცდება, რომ რეფორმას დადებითი გავლენა აქვს საგარეო მოწყვლადობაზე. დანაზოგები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ინვესტიციები, რაც დანაზოგებისა და ინვესტიციების დისბალანსის შემცირებას იწვევს.

- 2020 წელს გლობალური პანდემიის ფონზე რა სირთულეების წინაშე დადგა რეფორმა?

- პანდემიამ მთელ მსოფლიოში შექმნა პრობლემები ეკონომიკური კუთხით და გავლენა იქონია ჩვენზეც, რადგან მცირე ღია ეკონომიკა ვართ. მიუხედავად Covid 19 პანდემიით გამოწვეული კრიზისა, რეფორმამ დადებითი როლი ითამაშა ქვეყნისთვის რთულ პერიოდში. ამის დასტურია ის, რომ პანდემიის დასაწყისში, საპენსიო სააგენტო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საჭირო ლიკვიდობა მიაწოდა ქართულ ეკონომიკას. ჩემი გადმოსახედიდან, პანდემიის დასაწყისში განხორციელებულმა ინვესტიციებმა დადებითი როლი ითამაშა ორი მიმართულებით:

- პირველი, ეს გახლავთ რეალური ამონაგების მაქსიმალური ზრდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, საპენსიო დანაზოგებზე საპროცენტო სარგებელი გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტირებული თანხები საინვესტიციო პერიოდის ბოლოს თითქმის გაორმაგდება. შესაბამისად, მონაწილეთა ინტერესები სრულად იქნა გათვალისწინებული.

- მეორე, შიდა დანაზოგების ზრდიდან გამომდინარე და შემდგომ ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდებას (პირველი, 630 მლნ ლარის ინვესტიცია) შემარბილებელი ეფექტი ჰქონდა გლობალური პანდემიით გამოწვეული საგარეო შოკისადმი.

- რეალურად როგორ ხდება რისკის მართვა, რა დამცავი მექანიზმებია?

- რისკების მართვაში ჩვენ ვიყენებთ დაცვის სამი ხაზის პრინციპს, რაც საყოველთაოდ აღიარებული მოდელია. გვყავს აგრეთვე ეროვნული ბანკი, რომელიც ზედამხედველობს საინვესტიციო საქმიანობას, ხოლო სპეციალიზებული დეპოზიტარი წარმოადგენს დაცვის დამატებით მექანიზმს. ამ მოდელით რისკების მართვა და კონტროლი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს.

ძირითადი პრინციპია - რისკის მართვა, რისკის კონტროლი და რისკის აუდიტი. პირველი ხაზი თავად არის პასუხისმგებელი იმ რისკებზე, რასაც იღებს, შესაბამისად მართავს რისკებს. მეორე ხაზი აკონტროლებს, რომ რისკების მართვა შეესაბამებოდეს დადგენილ პოლიტიკას. მესამე ხაზი რწმუნდება, რომ რისკის მართვის და კონტროლის პროცესები გამართულია და აღნიშნულს ადასტურებს საქმიანობის აუდიტით.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით