„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო

უამრავი ადამიანი ყოველწლიურად 31 ოქტომბრის ღამეს „ჰელოუინის“ დღესასწაულს აღნიშნავს. „ჰელოუინის“ აღნიშვნის ტრადიცია ჩრდილოეთ ამერიკაში XIX საუკუნეში დაინერგა ირლანდიელი მიგრანტების მიერ, სხვა ქვეყნებში კი XX საუკუნიდან აღინიშნება. ამ დღეს კოსტიუმირებული მსვლელობები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება. „ჰელოუინის“ მთავარი სიმბოლური ატრიბუტებია გოგრა, „ჯეკის ჩირაღდანი“ და კანფეტები.

ამ თარიღთან დაკავშირებით ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ საშიშად დაბალი ფასები გელოდებათ.

ფასდაკლება 26-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით იმოქმედებს. 12 000 კვადრატული მეტრის ფართობზე, 60 000-მდე დასახელების პროდუქტს იპოვით, რომლებიც 11 კატეგორიადაა დაყოფილი.

ჰიპერმარკეტში მოხვედრისას დააკვირდით ფერებს, რითაც დაყოფილია ყოველი კატეგორია. პლანშეტური სისტემა კი დიდი ზომის სენსორული მონიტორების საშუალებით ძალიან გაგიადვილებთ შოპინგს და სასურველი პროდუქტის პოვნას.

საჰელოუინო აქციის ფარგლებში, შეძლებთ ისარგებლოთ დიდი ფასდაკლებით ისეთ ნივთებზე, როგორიცაა მაგალითად - წყლის ელექტრო გამაცხელებელი. მას 349 ლარის ნაცვლად, 249 ლარად შეიძენთ. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ შიდა კარის კომპლექტი სულ რაღაც 129 ლარად, ნაცვლად 209 ლარისა. ფასდაკლება ვრცელდება როგორც სამშენებლო, ასევე საყოფაცხოვრებო პროდუქციაზე.

შეგახსენებთ: „მიჰაუსი“ 12 000 კვ.მ ფართობზე გაშლილი ჰიპერმარკეტია, სადაც წარმოდგენილია 60 000-მდე დასახელების პროდუქტი. მათ შორის სამშენებლო მასალები, ელექტრობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალები, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, დეკორაცია, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა.

ჰიპერმარკეტში პროდუქციის იმპორტი ხდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის აშშ, გერმანია, იტალია, ესტონეთი, ჩინეთი, ნიდერლანდები და სხვა. რაც მთავარია, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება შეუძლია ყველა საფასო კატეგორიაში.

ამასთან, „მიჰაუსის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაშიც, რომელიც აპლიკაციის სახითაც შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც iOS, ისე Android ვერსიისთვის.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა