ბათუმში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს

ბათუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს.

აქტივისტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება. მათ სუს-ის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს.

„ მიშა უნდა იყოს თავისუფალი, ჩვენც გვიყვარს სამშობლო და რისთვისაც ისჯება მიშა იგივე დანაშაულში ჩვენც ვართ დამნაშავეები.გვინდა ქვეყნის განვითარება, რისთვის სჯიან ქვეყნის მესამე პრეზიდენტს? ქვეყანა ოლიგარქის კლანჭებისგან უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა აქციის მონაწილე ლაშა ადამიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა