ილია ვერძაძე - რეალობის გაყალბების, დამახინჯების ტენდენცია, რაც საარჩევნო პერიოდში გააქტიურდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვერ შეცვლის მოსახლეობის განწყობას

რეალობის გაყალბების, დამახინჯების ტენდენცია, რაც საარჩევნო პერიოდში გააქტიურდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვერ შეცვლის მოსახლეობის განწყობას და მიუხედავად მსგავსი მცდელობებისა, ბათუმელები 30 ოქტომბერს მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლიდან ბათუმის კეთილმოწყობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

„ბათუმსა და მთლიანად აჭარაში განხორციელებული პროექტები ის ნიშანდობლივი თემაა, რაზეც აქცენტი აქვთ გამახვილებული ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასულები, ცდილობენ მოსახლეობის დეზინფორმირებას. 2012 წლიდან მოყოლებული, ბათუმის კეთილმოწყობა ინტენსიურად მიმდინარეობს, შესაბამისი პროექტები ხორციელდება შემოერთებულ ტერიტორიებზეც.

იმ ფონზე, როცა 10-ჯერ მეტი პროექტი ხორციელდება, აბსურდულია დაპაუზებულ ბათუმზე საუბარი. მათი დასრულების შემდეგ, ბათუმი ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული და ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი იქნება.

რეგიონის განვითარებას განსაკუთრებით ხელს უწყობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კოორდინირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე გათვლილი უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელების საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა ილია ვერძაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა