ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს უახლოეს მომავალში ბინა გადაეცემა

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის, მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადაეცემა.

„შესრულებული სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოინახულეს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს და ბინები, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.

ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდში, ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინა 744 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად, 84 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით, იძულებით გადაადგილებული 600 ოჯახი მიიღებს“, - აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო