იოსებ ხახალეიშვილი - ჩემთვის არ იყო ცნობილი რუსთავის აქციის შესახებ, მაგრამ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.

როგორც ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე იღებს საზოგადოებიდან გარკვეულ რეაქციებს.

"ჩემთვის ნამდვილად არ იყო ცნობილი რა აქცია იმართებოდა, როცა ვიდეოკადრი ჩამიგდეს, მაშინ ვნახე იქ რაც ხდებოდა. ერთი თემა ის არის, რომ ყველა ადამიანს თავისი გამოხატვის უფლება აქვს, ეს დემოკრატიის პრინციპია, თუმცა როცა ვინმეს ღირსება ილახება, დემოკრატია მაინცდამაინც აღარ მუშაობს.

უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ყველა გარკვეულ რეაქციას თავისი ცხოვრების წესით იმსახურებს და ალბათ, რაც იქ ხდებოდა, ვის წინააღმდეგაც იყო მიმართული, იმ ადამიანმა თავისი ცხოვრების წესით, მისი გაკეთებული საქმეებით დაიმსახურა.

გულწრფელად გეტყვით არც ვიყავი ინფორმირებული თუ ასეთი აქცია იგეგმებოდა, რამდენიმე მათგანი ჩემთვის ნაცნობია, უმრავლესობა არც კი ვიცი, ვინ იყო, მაგრამ ერთს ვიტყვი ხაზგასმით, რომ ყველა ღებულობს იმას, რასაც იმსახურებს თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს