თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ, მხარდამჭერებთან შემაჯამებელ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილი სპორტის სასახლესთან შეიკრიბა და კოლონების ნაწილი ქალაქიდან უკვე დაიძრა.
როგორც პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ , აქციას ქუთაისიდან დაახლოებით 6000 ადამიანი უერთდება, იმერეთიდან კი ჯამში 22000-მდე მხარდამჭერი მიემგზავრება.
მათი თქმით, გზაზე შეფერხება რომ არ იყოს, რეგიონებიდან წინასწარ გაწერილი გრაფიკით მიდიან.
























