„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ფოთიდან უკვე გამოემგზავრნენ

მმართველი პარტიის მხარდამჭერები ფოთიდან თბილისისკენ უკვე გამოემგზავრნენ. მათივე ინფორმაციით, აქციას ფოთიდან 1000-მდე ადამიანი შეუერთდება.

„მივემგზავრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე. გვინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავაფიქსიროთ - „არა ძალადობას“, „არა დესტაბილიზაციას“. მივდივართ თქვენი, ჩვენი ოჯახების წინსვლა - განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ეკატერინე ლეჟავამ.

თბილისში, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა