უკრაინის ომბუდსმენი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ხვდება

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვდება. როგორც დენისოვამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განუცხადა, საქართველოში იმის გასარკვევად ჩამოვიდა, რა სურს მიხეილ სააკაშვილს, რათა შემდეგ ადეკვატური ნაბიჯები გადადგას.

„დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება მოვინახულოთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. პირადად მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, თუ რამდენად აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტისთვისაა საჭირო, მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, რომ გავარკვიო რამდენადაა დაცული აქ მისი უფლებები.

გუშინ იყო ჩამოსული ერთი ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე უკან გააბრუნეს. გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო მიხეილს რა უნდა და შემდგომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა დენისოვამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო